Friday, June 18, 2010

რატომ კოსმოსში?

1.პროექტის სახელწოდება: -- რატომ კოსმოსში?

2.პროექტის მოკლე აღწერა: ცნობილია, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოები ლ.ვ. ბეთჰოვენის IX სიმფონიის ფინალი, ლუი არმსტრონგის ,,what a wonderful word’’, ანსამბლ ბითლზის ,,Across the Universe’’ და ქართული ხალხური სიმღერა ,,ჩაკრულო’’ გაგზავნილია კოსმოსში- როგორც დედამიწის სავიზიტო ბარათი.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ჯაზის, პოპის კლასიკური მუსიკის შედევრების შესახებ, შეარჩევენ პროექტისთვის საჭირო ინფორმაციულ მასალას, უსმენენ, აფასებენ მუსიკალურ ნიმუშებს, აცნობენ თანაკლასელებს, აყალიბებენ და განსაზღვრავენ თავიანთ დამოკიდებულებას მოსმენილის მიმართ, ადარებენ სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს, საუბრობენ მიღებულ შთაბეჭდილებებზე. მაგ: რით არის გამორჩეული ლუი არმსტრონგის მუსიკა, რა ფენომენია ანსამბლი ბითლზი, რატომ უსმენენ ბეთჰოვენის მუსიკას. მოსწავლეები თვითონვე გეგმავენ რომელი სასიმღერო თუ საშემსრულებლო ნომერი გამოიყენონ, მიმოიხილავენ მოცემული ჟანრის მუსიკალურ საკრავებს, მიმოიხილავენ სკოლაში მათ მიერ ორგანიზებულ გამოკითხვის შედეგებს, გამოიყენებენ ელექტრო რესურსებს, შექმნიან სლაიდ შოუს ლუი არმსტრონგის, ბითლზისა ან ბეთჰოვენის შესახებ, თანატოლებს ჩამოართმევენ ინტერვიუებს.

4.მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი

5.ვადები და ხანგრძლივობა: 2010 წლის ოქტომბერი ან დეკემბერი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ვიდეო მასალის წარმოდგენა-პრეზენტაცია, მიღებული ინფორმაციის შესახებ მსჯელობა-ანალიზი, ელექტრონული რესურსების შექმნა და ეფექტური გამოყენება, თემატური პლაკატების შექმნა და წარმოდგენა, გამოკითხვებისა და ინტერვიუების შედეგების განხილვა.

7.მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ჯაზური, პოპ და კლასიკური მუსიკის ნიმუშებს და გამოარჩევენ მდარეხარისხოვანი მუსიკალური ნაწარმოებებიდან ღირებულს, განავითარებენ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს(სიმღერა, დაკვრა) მუსიკის მოსმენით მიღებულ შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ გრაფიკული ნამუშევრებით, ე.წ. არტთერაპიით, შექმნიან ვიდეო სლაიდებს.

8.სარგებელი სხვებისთვის: ჯაზური, პოპ და კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშების გაცნობა და პროპაგანდა თანატოლებში და უფროსებში. სიამაყის განცდა ხალხურ სიმღერა ჩაკრულოსთან დაკავშირებით.

9. სამუშაო ენა. ქართული, ინგლისური.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხო ენებთან, ისტორიასთან.

11.პროექტის ფასილიტატორი: ეკა ჩუბინიძე.139-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

12.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: echubinidze139@gmail.com

13.პროექტის ფორუმი:

No comments:

Post a Comment